saqarTvelos myinvarebi - kideganis myinvari

ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ქედი კიდეგანის ქედი
კოორდინატები 42°37`00` ჩ. გ. 44°52`44` ა. გ.
ფართობი 0.68 კმ²
ტიპი კარული

 

მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აღმოსავლეთ კავკასიონზე კიდეგანის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ასაზრდოებს მდინარე ახიელისწყალს (ასის მარცხენა შენაკადი). კარული ტიპისაა. ფართობი 0,68 კმ². ფირნის ხაზი გადის 3490 მ სიმაღლეზე. მყინვარი უკან იხევს წელიწადში საშუალოდ 6,5 მ-ით.

1890-1975 წლებში მყინვარის ფართობი 0,6 კმ²-ით შემცირდა.